კონფერენციის 2 დღე ფოკუსირებულია კრიზისზე. ორ-ორი პანელი თითოეულ დღეს, სულ 4 პანელი.
პირველი პანელი - დიაგნოზი
დღეს, როდესაც ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებრივი კონტრაქტი დარღვეულია, პირველი ნაბიჯი კრიზისის სიღრმისეული გააზრებაა — უნდა ნათლად დავინახოთ, რა დაირღვა და რატომ.
მეორე პანელი - მოთხოვნები
პოლარიზაციისა და დაპირისპირების დასაძლევად, ყველასთვის ნათელი უნდა გახდეს ის ფუნდამენტური პირობები, რომელთა გარეშეც ნდობის აღდგენა და სამართლიანი გარემოს შექმნა შეუძლებელია.
მესამე პანელი - მექანიზმები
მხოლოდ ამ პირობების დასახელება საკმარისი არ არის. ცვლილებები რეალური რომ გახდეს, საჭიროა საზოგადოების განსხვავებული ჯგუფების გაერთიანებული ძალისხმევა და სტრუქტურირებული თანაქმედება.
მეოთხე პანელი - ხედვები
მასშტაბური კოორდინაცია მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა არსებობს საერთო მიზანი — ახალი საზოგადოებრივი შეთანხმების მკაფიო კონტურები, რომლისკენაც ღირს ერთად სვლა.
თითოეული პანელი ორიენტირებულია შედეგზე.