ადგილი: თბილისი, აბაშიძის 34, ტერმინალი აბაშიძეზე
11:00-11:30 | გახსნა
11:30 - 13:00 | პანელი 1: დიაგნოზი - რა დაირღვა და რატომ? კრიზისის მიზეზებისა და მასშტაბის სრული, ფაქტებზე დაფუძნებული სურათის შექმნა.
მოდერატორი: ნიკოლოზ სიმონიშვილი, იურისტი, საია-ს თავმჯდომარე 2020-2022 წლებში
სპიკერები: თამთა მიქელაძე, გურამ იმნაძე, გიორგი შაიშმელაშვილი
13:00 - 13:30 | შესვენება
13:30 - 15:00 | პანელი 2: მოთხოვნები - რა არის ნდობის აღდგენისა და დეესკალაციის მინიმალური პირობები? იმ ფუნდამენტური პირობების, პრინციპებისა და მექანიზმების განსაზღვრა, რომლებიც აუცილებელია პოლარიზაციის დასაძლევად, ნდობის აღსადგენად და სამართლიანი გარემოს შესაქმნელად.
მოდერატორი: ილია ღლონტი, ისაუბრე
სპიკერები: ლილი ბეგიაშვილი, საბა ბრაჭველი, ზურაბ ცეცხლაძე
11:00-11:30 | პირველი დღის მიმოხილვა
11:30 - 13:00 | პანელი 3: მექანიზმები - როგორ ვაქციოთ საზოგადოებრივი ნება ერთიან, სტრატეგიულ ძალად? საზოგადოების ერთიანი ძალის ფორმირებისთვის საჭირო კოორდინაციისა და თანაქმედების სტრატეგიებისა და ინსტრუმენტების შემუშავება.
მოდერატორი: სიმონ ჯანაშია, თავისუფლების მოედანი
სპიკერები: გოტა ჭანტურია, გვანცა კაკაურიძე, დავით გაბელაია
13:00 - 13:30 | შესვენება
13:30 - 15:00 | პანელი 4: ხედვები - რა გვაერთიანებს და რისთვის ვიბრძვით? გარდამავალი პერიოდისა და მომავლის საქართველოს მრავალფეროვანი, მაგრამ სინერგიული ხედვების ფორმულირება და იმ საერთო ნიშნულების იდენტიფიცირება, რომლებიც ფართო კოორდინაციის საფუძველი გახდება.
მოდერატორი: დავით კიზირია, საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეა
სპიკერები: ილია ღლონტი, ნიკა შურღაია, დურუ მახარაძე, მარინე მიზანდარი
დღეს საქართველოში შექმნილი ურთულესი ვითარების შეცვლას არაერთი საზოგადოებრივი, პროფესიული თუ პოლიტიკური ჯგუფის დაუღალავი ძალისხმევა მიემართება.
ამასთან, პროცესში ჩართულ ყველა ექსპერტს, აქტივისტსა თუ პოლიტიკოსს ესმის, რომ შედეგისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ ამ ძალისხმევათა სინერგიას ექნება.
ამ პროცესის მხარდაჭერის მიზნით განსხვავებული საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანებების მიერ შექმნილი საინიციატივო ჯგუფი პარტნიორებთან ერთად აწყობს საზოგადოებრივ ფორუმს.
ფორუმი მიზნად ისახავს განსხვავებული ხედვების და გამოცდილებების გაზიარებას, რათა ხელი შეუწყოს ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე სიღრმისეულ დიკუსიას და წაახალისოს მხარეებს შორის დიალოგისა და თანაქმედების მექანიზმების განვითარება.
ფორუმის ფორმატი სწორედ ამ მიზნის მისაღწევად დაიგეგმა და სამ ძირითად ეტაპს აერთიანებს:
25 ივლისი - 8 აგვისტო
კონფერენციის წინა კვირაში ტარდება ტრანსლირებული საჯარო ღონისძიებები სხვადასხვა ფორმატში (პანელი, მრგვალი მაგიდა, დისკუსია). ეს შეხვედრები ამზადებს საერთო ანალიტიკურ ნიადაგს კონფერენციისთვის. შეხვედრების მიზანია შესაბამისი თემებისა და კონტექსტების აქტუალიზაცია და სხვადასხვა ჯგუფებისა და მათი აუდიტორიის გააქტიურება.
9 და 10 აგვისტო (ტერმინალი აბაშიძეზე)
ორდღიანი, კრიზისზე ფოკუსირებული კონფერენცია მოიცავს ოთხ შედეგზე ორიენტირებულ პანელს. მათი მიზანია კრიზისის სიღრმისეული გააზრება, ნდობის აღდგენისთვის ფუნდამენტური პირობების განსაზღვრა, ცვლილებების მისაღწევად სტრუქტურირებული თანაქმედების მექანიზმების შემუშავება და ახალი საზოგადოებრივი შეთანხმების საერთო ხედვების ფორმირება.
11 აგვისტოდან
კონფერენციის შედეგების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა, საჯარო დისკუსიების გაგრძელება, გამოკვეთილი მიმართულებების მიხედვით სამუშაო ჯგუფების ფორმირება.
ორგანიზაციებს და დამოუკიდებელ გაერთიანებებს შეუძლიათ გახდნენ კონფერენციის პარტნიორები — თავიანთი შესაძლებლობების შესაბამისად, მათ შეეძლებათ ინფორმაციის გავრცელება, შინაარსობრივი ან ლოგისტიკური მხარდაჭერა, ან მონაწილეობა შემდგომ ქმედით პროცესებში. პარტნიორების ლოგოები განთავსდება ონლაინ პლატფორმებზე.
კონფერენციის შედეგების საფუძველზე შეიქმნება თემატური სამუშაო ჯგუფები, რომლებიც გააგრძელებენ კონკრეტული საკითხების დამუშავებას. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ როგორც უკვე არსებულ ჯგუფებში ჩართვა, ისე ახალი ინიციატივების წამოწყება საერთო მიზნებთან თანხვედრაში.
კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები — პანელები, დისკუსიები და სამუშაო სესიები — ღიაა საზოგადოების ფართო სპექტრისთვის. მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა, მოისმინონ თემატური ანალიზი, გამოხატონ მოსაზრებები და ჩაერთონ საერთო სტრატეგიის შემუშავებაში.