მუდმივმოქმედი კონეფრენცია - მრგვალი მაგიდა: ახალი შეთანხმებისკენ
3 დეკემბერი, 2025 წელი
გიწვევთ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 2025 წლის 3 დეკემბერს, ოთხშაბათს 16:30 საათზე (ხანგრძლივობა 2.5 საათი). ადგილი: ბესიკის ქუჩა 26.
რეგისტრაცია: https://forms.gle/ijDyrAv9Zbo5pwMJ7
(რეგისტრაციის ფორმაში მიუთითეთ, ფიზიკურად ესწრებით თუ ონლაინ)..
3 დეკემბრის მრგალი მაგიდის სადისკუსიო თემები:
კრიზისის დასრულების გარდამავალი ეტაპის პროგრამა, სიმონ ჯანაშია, „თავისუფლების მოედანი“
„მე ვარ მოქალაქე, მსურს ცვლილებები, მაგრამ ვერ ვხედავ გზას (ეკონომიკური ანალიზი), აკაკი ცომაია
ვადამდელი არჩევნების მოდელი, ლილი ბეგიაშვილი, საზოგადოებრივი ასამბლეა
ღონისძიება წარმოადგენს მუდმივმოქმედი კონფერენციის (იხ. www.sazogadoeba.org) გაგრძელებას და მიზნად ისახავს საზოგადოებრივი, პროფესიული და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენელთა შორის სიღრმისეული დიალოგისა და სტრატეგიული კოორდინაციის ხელშეწყობას.
კონფერენციაზე მონაწილეებს შეუძლიათ წარადგინონ:
რას ახორციელებენ დამოუკიდებლად, გარედან დახმარების გარეშე?
რომელი მიმართულებებისთვის ესაჭიროებათ მხარდაჭერა ან რესურსების გაზიარება?
წარდგენის ფორმატი მოიცავს ინიციატივის მიზნებს, მოსალოდნელ შედეგებსა და აქტივობებს, რის შემდეგაც გაიმართება კითხვა–პასუხის სესია.
ჯგუფებს თუ ინდივიდუალურ აქტივისტებს შეუძლიათ თავიანთი ინიციატივების წარდგენა და მხარდაჭერის მოთხოვნა - კონფერენცია ღიაა ახალი იდეებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების გასაზიარებლად.