კონფერენცია - 28.10.2025
შეჯამება
შეჯამება
28 ოქტომბერი, 2025 წელი
28 ოქტომბერი: ახალი შეთანხმებისკენ
ფორუმი, რომელიც აერთიანებს ხედვებს, გამოცდილებებს და მოქმედების სტრატეგიებს.
გიწვევთ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 2025 წლის 28 ოქტომბერს, სამშაბათს 16:30 საათზე (ხანგრძლივობა 3 საათი). ადგილი: ზუსტდება.
ღონისძიება წარმოადგენს აგვისტოს კონფერენციის (იხ. www.sazogadoeba.org) გაგრძელებას და მიზნად ისახავს საზოგადოებრივი, პროფესიული და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენელთა შორის სიღრმისეული დიალოგისა და სტრატეგიული კოორდინაციის ხელშეწყობას.
კონფერენციაზე განვიხილავთ შემდეგ საკითხებს:
სად ვართ ახლა? - არსებული კრიზისის ანალიზი და მისი გავლენა ინსტიტუციურ და საზოგადოებრივ პროცესებზე;
ორიენტაციის სტრატეგიები - პრიორიტეტების განსაზღვრა და მოქმედების ჩარჩოების ფორმირება;
თანამშრომლობის მექანიზმები - კოორდინირებული ძალისხმევის გზები და ნდობის აღდგენის შესაძლებლობები.
ღონისძიება ემთხვევა 1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებული თანამედროვე საქართველოს პირველი დემოკრატიული არჩევნების თარიღს, რაც ფორუმს დამატებით სიმბოლურ მნიშვნელობას ანიჭებს.
ვიწვევთ როგორც აგვისტოს კონფერენციის მონაწილეებს, ისე ახალ ინიციატორებს, ვინც დაინტერესებულია ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხების განხილვით და საერთო ძალისხმევით სტრუქტურირებული ცვლილებებისკენ.
გთხოვთ, დაგვიდასტუროთ მონაწილეობა
ელფოსტით sazogadoeba.org@gmail.com ან
გაიაროთ რეგისტრაცია: https://forms.gle/a81QU2pbYMKc6dUBA
27 ოქტორმბის 15:00 საათამდე თქვენი რეგისტრაცია დაგვეხმარება სივრცის დაგეგმვაში, შესაბამისად შეხვედრის მისამართს ელფოსტით მიიღებთ.
პატივისცემით,
კონფერენციის საინიციატივო ჯგუფი